|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერს ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს

 ქუთაისის ვიცე–მერის  საპასუხოდ განცხადება გაავრცელა გირჩის ერთერთმა დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ.  მან აღნიშნა, რომ "გირჩი" ყველა თავის განცხადებაზე პასუხს აგებს.

"ქუთაისის "გირჩის" ოფისის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რაც ეხებოდა ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტს. განცხადებას გამოეხმაურა ქუთაისის ვიცე–მერი და ბრალი დაგვდო არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში. სინამდვილეში, ჩვენ, რაც ვთქვით, არის სიმართლე. ერთის მხრივ, ბიუჯეტი არის ერთი მესამედით შემცირებული. მეორეს მხრივ, გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები. ხელფასები და პრემიები, ჯამში, გაზრდილია 130 000 ლარით. ეს არის ზოგადი ტენდენცია, რომელიც არის მთელს ქვეყანაში და არის მთავარი პრობლემა, რაც აფერხებს ეკონომიკას. ამაზე იყო  საუბარი და "გირჩი" პასუხს აგებს თითოეულ თავის განცხადებაზე",–აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის ბიუჯეტის შემცირების შესახებ  "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას მერიამ უსაფუძვლო უწოდა. ვიცე–მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ კი აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები არ ეკადრებოდა. მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ "გირჩის" ქუთაისის ოფისის ამ განცხადების შესახებ  პარტიის ერთ–ერთ დამფუძებელი, ფინანსისტი ზურაბ ჯაფარიძე ინფორმირებული არ იყო, სხვანაირად, ასეთ არაკომპეტენტურობას არ დაუშვებდა.

                                                                                                                                                                                          

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა