ქუთაისის რამდენიმე სკოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერი ქარის მიუხედავად, ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, ამ მოთხოვნით მათთვის სკოლებს არ მიუმართავთ.
„მე დავუკავშირდი სკოლებს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, დასწრება ნორმალურია“, - განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში.
ვაშაკიძის თქმით, ამ დროისათვის ელექტროენგია არ მიეწოდება ქუთაისის ხუთ სკოლას; #16, # 22, #23 #26, #13 საჯარო სკოლებს.
„სადაც დენი არ არის, იქ შევამცირეთ გაკვეთილების ხანგრძლივობა, თუმცა დღეს ისეთი სიცივე არ არის, რომ გათბობის უქონლობის გამო პრობლემა შეიქმნას“,-აღნიშნა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ნოემბრამდე ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. 23 ნოემბერი საქართველოში არასამუშაო დღეა. ხოლო შეწყდება თუ არა ხვალ ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი, ეს დამოკიდებულია სკოლების მოთხოვნაზე. ბადრი ვაშაკიძის თქმით, გადაწყვეტილებას განათლების სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
შეგახსენებთ, ძლიერი ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე ადგილზე კორპუსებს სახურავები დაუზიანა, ასევე წააქცია ხეები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ფიდერები, რის გამოც ქალაქის ცალკეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასევე ქალაქს არ მიეწოდება სასმელი წყალი.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















