|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ესპანეთში გამარჯვებული 9 კონკურსანტიდან 4 ქუთაისელია

 ესპანეთში, „ტენერიფეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა.  9 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის 4 ქუთაისელია. 

 მათგან სამმა  მუსიკოს-შემსრულებელმა, ნანა გორგოძემ, ლიზი ბასილაძემ და ვიტალი კენჭაძემ  1 პრემია, ხოლო ერთმა, ლილე ემნაძემ II პრემია  აიღო.

 კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 13 ქვეყნიდან 224 მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის  საქართველოდან  9 კონკურსანტი იყო წარმოდგენილი.  9-ვე მათგანმა საპრიზო ადგილები აიღო. მონაწილეები, თბილისიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან და ბათუმიდან  შეირჩა.  

 გამარჯვებულები როგორც ფულადი პრემიებით, ასევე სხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ  საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა და ესპანეთის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება პირადად მიულოცა.

ნანა გორგოძე - ქუთაისი - I პრემია
ლიზი ბასილაძე - ქუთაისი - I პრემია
თამაზ მჟავანაძე - ბათუმი - I პრემია
ნათია ჯაჯანაშვილი - თელავი - I პრემია
ვიტალი კენჭაძე - ქუთაისი - I პრემია
კესო ლეფსაია - სენაკი - II პრემია
ლილე ემნაძე - ქუთაისი - II პრემია
მარიზა აფხაზავა - ბათუმი - II პრემია
ლანა გუნია - თბილისი - II პრემია

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა