|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისმა ღირსეული პასუხი გასცა "ქართულ ოცნებას" - გიგა შუშანია

ქუთაისმა ღირსეული პასუხი გასცა "ქართულ ოცნებას" - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებს. 

"მიუხედავად გაყალბების მცდელობის, ამომრჩევლების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, იძულების,  საღამოს ბევრ უბანზე შუქის ჩაქრობის და ბიულეტენების ჩაყრის მცდელობისა,  ქუთაისმა ღირსეული პასუხი გასცა "ქართულ ოცნებას" მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში ამ ქალაქის დაცინვის, ფუნქციის წართმევის,  უამრავი ცრუ დაპირების, გადათხრილი ქუჩების, განუხორციელებლი პროექტების გამო. რაც მთავარია, ქუთაისში დამაჯერებლად გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ. ეს იყო ამ ქალაქის პასუხი და მან უარი უთხრა რუსეთის წარმომადგენლის არჩევას. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობა შევინარჩუნოთ მეორე ტურში, ასევე მივსდიოთ ყველა დარღვევებს, რათა ის მანიპულაციები, რომელიც ხდებოდა პირველ ტურში და არ განმეორდეს მეორე ტურში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ასეთივე პასუხი იქნება მეორე ტურში, არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ იმერეთიდან, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე.  ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც გამოიხატა ქუთაისის ნება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქუთაისი დარჩება საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ქალაქი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 46.98%-ით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ლიდერობს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა