|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვია

ქუთაისის ტურიზმის ცენტრი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს. 180 გიდი და ტუროპერატორი უკვე ეწვია ქალაქს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს, მოინახულეს ტურიზმის ცენტრი. ტურიზმის ცენტრში გიდებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

ნინო თვალთვაძემ ასევე უპასუხა უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც მასალებს ქუთაისის ტურიზმის პოტენციალზე ამზადებენ.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები. საქართველოს კანდიდატურამ უპირატესობა ორი წლის წინ ტაილანდსა და ნიუ-იორკთან მიმართებაში მოიპოვა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა