ქუთაისში 12 დეკემბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მოწოდება შეეზღუდება
ქუთაისში, 12 დეკემბერს აბონენტების მნიშვნელოვან ნაწუილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება, მათ შორის მოხვდა ერთი კლინიკა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი.
ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ქუთაისი 3“-ში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 დეკემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ქუთაისში - ილია ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, დავით აღმაშენებლის, შარტავას, გამარჯვების, თავისუფლების, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლს“, „იმერეთს“, კლინიკა „ბომონდს“-.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნვეყოფის მიზნით ელექტროქსელისა და გამანაწილებელი მოწყობილობების გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები პერიოდულად ყველა მ/ძ ქვესადგურში ტარდება.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი:




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















