|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 121 სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს

ქუთაისის განვითარების საშუალოვადიან კონცეფციაში 7 ძირითადი მიმართულებიდან ერთ–ერთია სამედიცინო სფეროა. აღნიშნული სფეროს განსავითარებლად ქუთაისში რამდენიმე ახალი პროგრამა ინერგება, ასევე შენდება ახალი საავადმყოფოები, მათ შორის "დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრი".

 

ქუთაისში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა 121 სამედიცინო დაწესებლებისაგან შედგება. აქედან  2 ჰოსპიტალი, 3 საავადმყოფო, 5 კლინიკა, 4 პოლიკლინიკა, 2 სამშობიარო სახლი, 2 ქალთა კონსულტაცია, 2 ონკოლოგირი ცენტრი, 25 სამედიცინო ცენტრი, 74 სტომატოლოგიური კაბინეტი და 2 დისპანსერია.

ქუთაისში არსებული სამედიცინო დაწესებულებები გარდა ქუთაისისა, ემსახურება იმერეთის რეგიონს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს, სამეგრელოს რეგიონის ნაწილს, ასევე გურიის რეგიონის  ნაწილს. ჯამში  700 000 ბენეფიციარს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი