|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გამოხატული პროტესტის კვალი წაშლილია

ქუთაისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გამოხატული პროტესტის კვალი წაშლილია. გვიან ღამით კედლებსა და გზებზე დატანილი წარწერები გადაშალეს, ზოგან კი გადაღებეს.

"ამ ცხოვრების დედაც" - წარწერა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე დაწერეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მოზარდზე პოლიციის შესაძლო ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს, იქამდე კი მესხიშვილის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სამუშაოები მერიის ააიპ "დასუფთავების სამსახურის" მიერ შესრულდა, თუმცა ააიპის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დავალება არ მიუღიათ და წაშლა გეგმიური სამუშაოების ფარგლებში მოხდა.

"სავარაუდოდ, ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულდა, მაგრამ წაშლაზე რამე დავალება არ მიგვიღია. ეს მოხდა გეგმიური სამუშაოების ფარგლებში, რა დროსაც სრულდება გაწმენდა-გასუფთავება. დავალება რომ ყოფილიყო, ეს წაიშლებოდა ყველგან, წარწერა რამდენიმე ადგილზე დარჩენილია",- განაცხადეს პრესსამსახურში.

ქუთაისში აქცია დღესაც არის დაგეგმილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა