|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2 ახალი საბავშვო ბაღი იხსნება

ქუთაისში მთლიანად დასრულდა ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და შიდა ინტერიერის მოწყობა. ამასთანავე რამდენიმე ძველ ბაღზე მიშენებები ხორციელდება. ახლად აშენებული სკოლამდელი დაწესებულების შენობები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა, სადაც ამჟამად მწვანე საფარის დაგება მიმდინარეობს.

თითოეული ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც 6 ჯგუფში გადანაწილდებიან.

,,ჩვენთვის ინფრასტრუქტურული პროექტები პრიორიტეტულია. ქალაქში ბაღების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ ვიზრუნეთ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ამასთან შევქმენით დამატებითი სამუშაო ადგილები“,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

კეთილმოწყობილი ბაღები რამდენიმე დღეში გაიხსნება. ორი ბაღის ასაგებათ 946 542 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას მერიის პრესსსამსახური ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა