ქუთაისში 2016 წლის წარმატებულ ბიზნესმენებს გამოავლენენ
ქუთაისში წარმატებულ ბიზნესმენებს სხვადასხვა ნომინაციაში კვლავ გამოავლენენ, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერთან არსებული ბიზნეს საბჭოს „წლის ბიზნესი 2016“ ჩატარების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს. განიხილება დაჯილდოების ნომინაციები, კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები, გამარჯვებულთა გამოვლენის პროცედურები. სხდომაზე ბიზნეს-საბჭოს წევრებმა თავიანთი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური კონკურსის გამოცხადებას მიმდინარე თვეში გეგმავს.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კონკურსი იმართება ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნეს-კომპანიების მხარდაჭერის, სტიმულირებისა და პოპულარიზაციის მიზნით. კონკურის ტრადიციად დამკვიდრდება ქალაქში და ყოველწლიურად ჩატარდება.
პირველი ასეთი კონკურსი 2016 წელს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ქუთაისში რეგისტრირებულმა 42 -მა კომპანიამ, რომელთაგან გამარჯვებულები 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















