ქუთაისში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისში 21 წლის გოგო ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გაზის გამათბობელის არასწორ გამოყენებას უკავშირდება. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე დღეს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ფერეთადან იყო და ბინაში ქირით ცხოვრობდა.
"სავარაუდოდ, ნამწვმა გაგუდა, თორემ გაზის სუნი იქ არ იყო. როდესაც შევედით ამბის მოსაკითხად, ჩვენც ცუდად გავხდით"-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მეზობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















