|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 23 ნოემბერს "შემოდგომის ფესტივალი" გაიმართება

ქუთაისის მერია 23 ნოემბერს მონპლეზირის თაღთან  შემოდგომის ფესტივალის გამართვას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისათვის 6 ათასი ლარის ღირებულების ელექტრონული NAT180016817  ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო პირობების თანახმად,  მომწოდებელმა მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიოტრიაზე უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის მორთვა შემოდგომის თემატიკის შესაბამისად და საშემოდგომო ფესტივალის ორგანიზება, სადაც მოხდება თათარის მოდუღება, ჩურჩხელის ამოვლება, იმერული ღვინის დეგუსტაცია,  ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა და და ფოლკლორული სიმღერების მცირე კონცერტი გაიმართება. 
ღონისძიება  მინიმუმ 5 საათი უნდა გაგრძელდეს,  ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ტრადიციული იმერული ხალხური სიმღერების მინიმუმ 30 წუთიანი პროგრამა. 
"მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს პალეტებისგან და თივის ბრეკეტებიდან ღია კაფეს მსგავსი სივრცის მოწყობა (დიზაინი "შემსყიდველთან" შეთანხმებით). 

ანალოგიური ღონისძიება ქუთაისში 2016 წლის 23 ნოემბერს გაიმართა. როგორც მერიაში აცხადებენ, მათი სურვილია, რომ ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღოს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა