ქუთაისში "შემოდგომის ფესტივალი" მიმდინარეობს [VIDEO + PHOTO]
ქუთაისში მონ პლეზირის თაღთან "შემოდგომის ფესტივალი" მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია საშემოდგომო თემატიკის შესაბამისად არის მორთული. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები ურმით, სოფლის ორღობეებით, თივის ზვინებით, თიხის ჭურჭლით, დაწნული კალათებითა და სოფლის ნობათით.
ასევე მოდუღდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები. ტერიტორიის ერთ ნაწილში განთავსდა ხალხური რეწვის კუთხე, სადაც მოლბერტებზე სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები (თექა, ბატიკი, გობელენი)არის წარმოდგენილი.

ღონისძიებას მუსიკალურად ბავშვთა ანსამბლი „ნაი ნაი“ აფორმებს, რომლებმაც ხალხური სიმღერები შეასრულეს.

დღის ბოლოს მონ პლეზირის თაღის კედელზე ძველი ქუთაისის ამსახველი სურათების ჩვენება იგეგმება, ასევე გათამაშდება პანტომიმური წარმოდგენა „გალაკტიონი და მუზა“.
წარმოდგენებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის მსახიობები მონაწილეობენ.
ღონისძიების გასამართად მერიამ 8 822 ლარი გამოყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















