ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის 28 -ე საარჩევნო უბანზე
ხმაური იყო ქუთაისში, 28 -ე საარჩევნო უბანზე. ცოტა ხნის წინ, ამავე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების მხრიდან დაიწერა საჩივარი, რომელზე რეაგირებაც კომისიას არ მოუხდენია. სწორედ ამის გამო, ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მივიდა.
გიორგი უკლებას გამოჩენას ხმაური მოჰყვა და კომისიის თავმჯდომარე საკმაოდ აგრესიულად ითხოვდა, რომ გიორგი უკლებას ტერიტორია დაეტოვებინა.
კომისიის თავმჯდომარე გია უკლებას კამერების წინ ფიზიკურად ეხება და ტერიტორიის დატოვებას თხოვს. უბანში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება მერიის ინფრასქრუქრურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც უკლებასაგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვს.
რუსთავი 2
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















