|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში #39 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხელი მოწერილი დახვდა

ქუთაისში #39 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდა. ლეილა სილაგაძე ირწმუნება, რომ მას ამ დრომდე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გრაფაში ხელი მოწერილი იყო.

"ჯერ მითხრეს, რომ პირადობა ყალბი არისო, კარგად რომ დააკვირდნენ,  მიხვდნენ და თქვეს, რომ შეცდნენ. მერე ჩემს გრაფაში ხელი მოწერილი იყო, გამოდის, რომ ჩემს ნაცვლად ხმა სხვამ მისცა, მაგრამ მე გავჯიუტდი და ხმა მიმაცემინეს" - ამბობს ლეილა სილაგაძე.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე ნინო გაბუნია ადასტურებს, რომ ამომრჩევლის გრაფაში ნამდვილად იყო ხელმოწერა. თუმცა, ირწმუნება, რომ არ იცის,  როგორ მოხდა.

" კი ნამდვილად იყო ხელმოწერა, მაგრამ რა მოხდა ვერ გეტყვით. რაც შეეხება, მისი პასპორტის სიყალბეს, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, ერთმა რეგისტრატორმა, თქვა რომ ამ ქალმა დღის პირველ ნახევარში ხმა დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, ცესკოს წარმომადგენლების ჩარევით ამ ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილოება მიიღო",- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

მომხდართან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა