|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 5300 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისში მიმდინარე წლის 10 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 4" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5300 აბონენტს. ძაბვის მიწოდება შეუწყდება ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის ქ.), რუსთაველის (ნაწილ.), ჯავახიშვილის, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის, გრიბოედოვის, ძნელაძის, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის, ასლანიკაშვილის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს, ლესელიძის, რუას, მოსეშვილის, პეტრე იბერის, ქეთევან წამებულის, ჩანჩიბაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში ატარებს. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა