|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, "ლიბერთი ბანკის" ავტომობილთან შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 12 საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი საბანკო მომსახურეობისთვის ლიბერთი ბანკის ავტომობილთან იდგა, რა დროსაც გული წაუვიდა და  წაიქცა.

ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის  ახლობლები და შვილი,  რომელიც ფაქტის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ დახმარება დასჭირდა.

ადგილზე  სასწრაფო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა.  გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას  ვარაუდობენ. მიცვალებული ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა