|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 8 სპორტული მოედანი მოეწყობა

ქუთაისის მერია სპორტული მოედნების რეაბილიტაცია - მოწყობას იწყებს.

რვა სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი თვითმმართველობა 200 622 ლარიან ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. მოედნები,  ნიკეას ქუჩაზე,  N9 კორპუსთან, ზვიად გამსახურდიას გამზირზე,  N9 კორპუსის უკან, ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკრორაიონის N18 კორპუსთან, მაისურაძის ქუჩაზე N13 და N15 ბინებთან, დადიანის ქუჩა N 59, სულხან-საბას გამზირი, მე-8 ბაგა-ბაღის წინ, ჭიათურის ქუჩის N4 და N6 სახლების წინ მოეყობა.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია  მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციია, ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს.  სამუშაოები კი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა