|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადვოკატები ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

ქუთაისში ადვოკატები ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის მიზნით გაერთიანდნენ. უფლებადამცველები ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ და ექიმის უკანონო დაკავება გააპროტესტეს. მათ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

"ადვოკატის და ექიმის პროფესიას ერთი საერთო აქვთ, ჰუმანური პრინციპების დაცვა. ექიმი ომშიც ხელშეუხებელია და ამიტომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი. მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და მოითხოვენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აღიარებას. ამის აღიარება ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას ნიშნავს. ვუცხადებთ სოლიდარობას ვაჟა ექიმს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვთხოვთ",-განაცხადეს ადვოკატებმა.

მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია თბილისშიც იმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს. მისი გათავისუფლებლების მოთხოვნით აქციები არ წყდება.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა