ქუთაისში ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის ოფისი გაიხსნა
ქუთაისში ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის ოფისი გაიხსნა. მოძრაობის დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოძრაობის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის ქუთაისში არსებული პრობლემების მოგვარებაა.
"ქუთაისს, მხოლოდ ისღა დარჩა სათქმელი, რომ ევროპის უძველესი ქალაქია, თუ დავაკვირდებით, როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, დავინახავთ, რა მდგომაროებაშია ქალაქი. სამარცხვინო, დენიკინის დროინდელი ტრანსპორტია. ჩვენ ძალიან რთულ საქმეს ვეჭიდებით. ვაპირებთ, ხელისუფლება მოვაბრუნით ხალხისკენ, არა ჩხუბით, არამედ პრობლემაზე საუბრით. ყველამ კარგად ვიცით, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები სიძულვილით არიან გართულნი ერთმანეთის ჯიბრით და ეს ქვეყანა იჭყლიტება. ყველაზე მთავარი, ის რომ პოლიტიკოსი ემსახუროს ხალხს, არის ყველაზე უმნიშვნელო. ჩვენ გვინდა, რომ პირიქით იყოს, ამიტომ უნდა შემივიკრიბოთ გარშემო ის ადამიანები და ისეთი ძალისხმევა გავწიოთ, რომ ხელისუფლებამ ხალხზე იზრუნოს, ჩვენ ვიბრძვით ამისთვის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, მომავალში, შესაძლოა, სამოქალაქო მოძრაობის ბაზაზე პარტია ჩამოყალიბდეს, რაც მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ქუთაისის ოფისს სამოქალაქო აქტივისტი გვანცა ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.
ორგანიზაციის ოფისი წერეთლის ქუჩაზე #117- ში მდებარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















