|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთ წელიწადში 3 490-ით გაიზარდა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისის მონაცემებით, ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არსებული მონაცემები  წინა წელთან შედარებით დაახლოებით 3 490 არის გაზრდილი. გასულ წელს  რეგისტრირებული 152 561 ამომრჩეველი იყო. 

ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 124 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ადაპტირებულია 24, პანდუსიანია 35 უბანი. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 518 890 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 შეგახსენებთ, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შარშან სიტუაციას კომიკურს უწოდებდა ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, კომიკურია სიტუაცია ქუთაისში, სადაც სტატისტიკის მიხედვით, 147 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საარჩვევნო სიაში კი 152 561 ამომრჩეველია", -აცხადებდა შუშანია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა