|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ანტიკორუფციულ მოძრაობას" თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს

ანტიკორუფციული მოძრაობა გეგმავს ქუთაისში ოფისის გახსნას, რომელსაც  თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი რეგიონში "ბიუჯეტის ქურდების" წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლის დაწყებას აანონსებს.

"ადგილობრივ ფეოდალებს, ბიუჯეტის ქურდებს უკომპრომისო ბრძოლას გამოვუცხადებთ", - წერს ხაბეიშვილი ფეისბუკის გვერდზე.  

 როგორც თემურ ცამციშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, ქუთაისის შემდეგ ოფისები რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. 

"სექტემბრიდან ანტიკორუფციული მოძრაობა მოძრაობა ქუთაისში გახსნის ოფისს და უახლოეს მომავალში იმერეთის ყველა რაიონში.  ძირითადად ვიმუშავებთ კორუფციის გამოვლენის  მიმართულებით, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არამარტო ქუთაისში, არამედ მთელ ქვეყანაში", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

 ცნობისთვის, ანტიკორუფციულ მოძრაობასა და მისი წევრებს ცოტა ხნის წინ თბილისის სასამართლომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მიმართ ცილისწამებისთვის ჯამში 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა