|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ანზორ ხერხაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, ქართული თეატრის ვარსკვლავის ანზორ ხერხაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება, ასევე მოხდება მსახიობისათვის "ხელოვნების ქურუმის" მინიჭება.  

ღონისძიება თეატრში 17:00 საათზე დაიწყება. მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და  მსახიობის თაყვანისმცემლები დაესწრებიან. საიუბილეო ღონისძიება თეატრის სამხატვრო ხელმძღანლის გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით დაიდგა.

ანზორ ხერხაძე 1937 წელს დაიბადა. მსახიობი რამდენიმე ათეული წელი თამაშობდა  მესხიშვილის თეატრის სცენაზე. მას  218 როლი აქვს ნათამაშები. გადაღებულია ფილმებში “პირველი მერცხალი”, “სოფლის აშიკი”, “ბაკულას ღორები” და სხვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა