ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში მოვიგეთ ჩვენ! - გრიგოლ ვაშაძე "ოცნებას"
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხალხმა "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ ისინი ერთპარტიულად აღარასოდეს იქნებიან ხელისუფლებაში.
"დამთავრდა არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი სამშობლოს ბედი, მომავალი ოთხი წლის განამვლობაში. ახლა ველოდებით შედეგებს. ჩვენი წევრები ლომებივით იცავენ ხმებს. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას და მცდელობას გაყალბებისას. შედეგი ასეთია, ქართველმა ხალხმა ე.წ. ქართულ ოცნებას უთხრა, რომ აღარასოდეს ეს ხელისუფლება არც ერთპარტიულად და არც ხელისუფლებაში აღარ იქნება. რომ შევაფასოთ არჩევნები, ჭრელი არჩევნები იყო, ზოგან იყო ფიზიკური ძალის გამოყენება. დაველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, მაგრამ პრონციპში, მთავარი შედეგი არის მიღწეული, ოპოზიციამ გაიმარჯვა. მინდა გამოვეხმაურო დროშებით სიარულზე და ბრიფინგებზე, რომ წინასწარი მონაცემებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, "ტოჩნი ზურაბასგან" მოდის, რომ უკვე ყველაფერი მოგებულია, ქუთაისში ბატონებო, არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში მოვიგეთ ჩვენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ვნახოთ, რა შედეგს გამოაცხადებს ცესკო. ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლების განწყობა"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















