ქუთაისში არჩევნების მეორე ტურისათვის გადასატანი ყუთის სია 755-ით გაიზარდა
ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში გადასატანი ყუთით 2 947 ადამიანი ისარგებლებს. პირველ ტურთან შედარებით გადასატანი ყუთით 755-ით მეტი ადამიანი ისარგებლებს. ამის შესახენ ნიუპრესს ქუთაისის #59 საილქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
ოლქისვე ინფორმაციით, პირველ ტურში გადასატანი ყუთით ქუთაისში 2192-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
გადასატანი ყუთის სიების გაზრდას მოსალოდნელ გაყალბებას უკავშირებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. ქუთაისის საოლქო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის გია უკლებას განცხადებით, გადასატანი სიების გაზრდა მოსალოდნელი იყო.
"ეს მოსალოდნელი იყო , რადგან მოსყიდვისას ყველას არ ენდობიან და ურჩევნიათ სახლში მიაკითხონ, რადგან ამ დროს კონტროლი ადვილია"-განაცხადა გია უკლებამ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ქუთაისში ამომრჩეველთა რაოდენობაც გაიზარდა. ამდროისათვის ქუთაისში 156 281 ამომრჩეველია დაფიქსირებული. პირველი ტურის მონაცემებით, ქუთაისელი ამომრჩევლის რაოდენობა 156 051 იყო. საარჩევნო სიის 230 ადამიანით ზრდა ძირითადად ახალგაზრდების ხარჯზე მოხდა, რომელთაც ახლახანს შეუსრულდაც 18 წელი.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















