|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების მეორე ტურისათვის ქუთაისში ამომრჩეველთა რაოდენობა 230 ადამიანით გაიზარდა

 ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 156 281-მდე გაიზარდა. პირველი ტურის მონაცემებით, ქუთაისელი ამომრჩევლის რაოდენობა  156 051 იყო. 

ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა ძირითადად იმ ადამიანების ხარჯზე მოხდა, რომელთაც 18 წელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ. 

ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში ვერ აკონკრეტებენ, გადასატანი ყუთის  სიებთან დაკავშირებულ მონაცემებს. როგორც საოლქო კომისიაში ნიუპრესს განუმარტეს, მართალია, გადასატან სიაში მონაცემების შეტანის ვადა 25 ნოემბერს ამოიწურა, ამ დროისათვის ხდება მონაცემების დამუშავება.

 საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ადაპტირებულია 24, პანდუსიანია 35 უბანი. 

 ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა ქვეყნის მასშაბითაც.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877 იყო, მეორე ტურისთვის კი მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა - ანუ 9781 ადამიანით გაიზარდა. ცესკოში  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ზრდა რამდენიმე მიზეზით ხსნიან,  მათ შორის სიაში იმ ადამიანების დამატებით, რომელთაც 18 წელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ; საზღვარგარეთ საკონსულოებში დამატებით რეგისტრაციაგავლილი მოქალაქეებით და სიაში პირველ ტურში დაურეგისტრირებელი პირების დამატებით - ანუ ვინც პირველი ტურის შემდეგ პირველად აიღო პირადობის მოწმობა, ან აღადგინა გაუქმებული დოკუმენტი და გაიარა რეგისტრაცია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა