|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არგონავტიკის მუზეუმი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განთავსდება

ქუთაისში მუზეუმებისა და გალერეების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ დღეს, ქალაქის საშუალოვადიანი სტრატეგიის - „ქუთაისი 2021“-ის განხილვაზე ისაუბრეს.

 ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, მუზეუმებისა და გალერეების რეაბილიტაციის გარდა იგეგმება არგონავტიკის მუზეუმის გახსნა, რაც მისივე თქმით, ტურისტების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

"უახლოეს მომავალში ჩვენ გავაკეთებთ მცირე მუზეუმს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც რამდენიმე თვეში გაიხსნება. ხოლო რაც შეეხება დიდ მუზეუმს, მასზე ვმუშაობთ და ამ ეტაპისათვის მეტი კონკრეტიკა გამიჭირდება",-აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნა წლის ბოლომდე მოხდება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა