|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავღანეთის ომის ვეტერანებს ფულადი დახმარება გადაეცათ

ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღე აღნიშნეს.

მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ვიცე–მერმა გიორგი იობაშვილმა, მხარის ვიცე-გუბერნტორმა გრიგოლ დალაქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა. 38 ვეტერანს 150-150 ლარი გადაეცა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა