|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა.სავარაუდოდ, მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა