ქუთაისელი მძღოლები წყალტუბოს ტრანსპორტის ქალაქში შემოსვლას აპროტესტებენ
ქუთაისელი მძღოლები მგზავრთა ნაკადის სიმცირეს უჩივიან. ქალაქში მოძრავი რამდენიმე ავტობუსის მძღოლი დღეს მოქალაქებთან ერთად უბნის მაჟორიტარ დეპუტატს, ნატო ქათამაძეს შეხვდა და მას პრობლემებზე ესაუბრა.
მძღოლების განცხადებით, ავტობუსების მგზავრთა ნაკადის შემცირება წყალტუბოდან მომავალმა ტრანსპორტმა გამოიწვია. ისინი მოითხოვენ, რომ რაიონებიდან შემოსულმა ავტობუსებმა მგზავრები ქალაქის შემოსასვლელებთან დატოვონ, რომ მათი გადაყვანა ქალაქში მოძრავმა ტრანსპორტმა მოახდინოს.
"ცარიელ მანქანებით დავდივართ. ჯერ 35 ნომერი "მარშუტკა" ჩაგვისვევს და მან წაგვართვა მგზავრები, რასაც წყალტუბოდან შემოსული ტრანსპორტი ემატება. მოვითხოვთ, შესრულდებს მერის ბრძანება და რაიონებიდან შემოსული ტრანსპორტი შემოსასვლელებთან დაიცალოს, რაც ჩვენ მგზავრთა ნაკადს გაგვიზრდის. სხვაგვარად მუშაობას ვერ შევძლებთ",–განაცხადა 22 ნომერი ავტობუსის მძღოლმა რომან ხეცურიანმა.
მძღღოლების მოსაზრებას ეთანხმება მოქალაქე დალი ბარაბაძე. მისი თქმით, არსებული პრობლემის გამო ავტობუსები აღარ მოძრაობენ, რითაც მოქალაქეები ზარალდებიან.
"მარშუტკა" ძვირი ღირს, ავტობისები კი არ დადიან. ჩვენ რა ვქნათ, მოქალაქეებმა, რომლებიც ვზარალდებით. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მოითხოვოს, რომ რაიონებიდან შემოსული ტრანსპორტი ქალაქის შემოსასვლელებთან დაიცალოს და არ შემოვიდეს ქალაქში. 1 ლარი რომ ღირს წყალტუბოდან მგზავრობა, გახდეს 70 თეთრი, ამით მოქალაქეც არ დაზარლდება და მძღოლებიც შეძლებენ მუშაობას",–აცხადებს დალი ბარაბაძე. მისივე განცხადებით, მერიამ გარკვეული წლის წინ აღნიშნული მიზნისთვის მოაწყო მცირე სადგური. თუმცა, მას დანიშნულებისამებრ არ უმუშავია და ცოტა ხანში მაღაზიად გადააკეთეს.
პრობლემაზე საუბრობს უბნის მაჟორიტარი დეპუტატიც, ნატო ქათამაძის განცხადებით, მოქლაქეებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ, რომელთა მოგვარებაც ეტაპობრივად ხდება. რაც შეეხება მძღოლების პრობლემას აღნიშნავს, რომ მძღოლების შენიშვნა საფუძვლიანია. რადგან წლების წინ აღნიშნულ ადგილზე იყო სადგური, ამიტომ უნდა მოხდეს მისთვის ფუნქციის დაბრუნება. მისიევ განცხადებით, , რომ არსებულ საკითხს აუცილებად განიხილავს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















