ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ცოტა ხნის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















