ქუთაისში ახლადმოწყობილ სკვერში შოთა რუსთაველის ბიუსტი განთავსდა
ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ახლადმოწყობილ სკვერში შოთა რუსთაველის ბიუსტი განთავსდა. ინიციატივა ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის. მერაბ კვიცარიძის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო რეკრეაციული ზოლი და განთავსდა ქართველი პოეტის, ბიუსტი, ქართული ანბანის და "ვეფხისტყოსანის" მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები.
შოთა რუსთაველის ბიუსტი ქუთაისის გარესივრცეში პირველად განთავსდა. ღონისძიებას ქალქისა მერი, საკრებულოს დეპუტატები, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქუთაისში შოთა რუსთაველის ბიუსტის არსებობა და ახალი სკვერის მოწყობა.
"რუსთაველის შემოქმედება მნიშვენლოვანია კაცობრიობის განვითარების გზაზე და აღფრთოვანებული ვარ მერაბ კვიცარიძის პატრიოტიზმით და შემოქმედებით. ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს რუსთაველის კიდევ ერთი ბიუსტის განთავსებას, რაც უფრო დავაფასევთ მის შემოქმედებას, უფრო მივუახლოვდებით მის ზოგადსაკაცობრიო მიზნებს", - განაცხადა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა.
"ქუთაისში გაიხსნა გენიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ბიუსტი იმ კომპოზიციაში, რასაც ქვია ქართული ანბანი და "ვეფხისტყაოსანი". ჩვენ გვგონია, რომ რუსთაველი მხოლოდ ჩვენი პოეტია, ეს არის მსოფლიო დონის შემოქმედი. "ვეფხისტყსოსანი" მეხუთე სახარებაა და ჩემთვის პირველია ამ ხუთიდან", -განაცხადა მერაბ კვიცარიძემ.
დღესვე მერაბ კვიცარიძეს რუსთაველის საზოგადოების გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის ქომაგის საპატიო წოდება მიენიჭა და სპეციალური სიგელი გადაეცა. ასევე გაჟღერდა, რომ მერაბ კვიცარიძის ორგანიზებით რუსთაველის ბიუსტი თურქეთშიც განთავსდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















