"აზრის გამოხატვის თავისუფლებას ქუთაისში დიდი საფრთხე ემუქრება"
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელმა გია გოქაძემ "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული შეხედულებებისა და აზრის მქონე ადამიანის განცხადებას მწვავე რეაქცია მოყვებოდეს.
„როცა მოქალაქე აკეთებს განცხადებას, თუნდაც კრიტიკულს, ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ამას არ უნდა მოყვეს მწვავე რეაქცია, მათ შორის ფიზიკური ანგარიშწორება, რასაც ადგილი ქონდა საკრებულოს თავდმჯდომარისა და მისი მოადგილის მხრიდან. სამწუხაროდ, ამ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯერ არ არის დღის წესრიგში დამდგარი და ისინი ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას,“ - განაცხადა გოქაძემ.
მან დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ამერიკის ელჩს იან კელსა და ევროკავშირის ხელმძღვანელს საქართველოში იანუშ ხერმანს მიმართა: „ქუთაისში აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას აქვს ძალიან დიდი საფრთხე, რადგან ყოველდღიურად ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობა და თავდასხმა განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ“. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მალე საფრთხეში მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადგება.
შეგახსენებთ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















