ქუთაისში ბალტიური გიტარის კვარტეტი დაუკრავს
ქუთაისში ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში კონცერტი 3 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა 31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით კონცერტებს ქვეყნის 7 ქალაქში გამართავს. კვირეულის ფარგლებში 30-ზე მეტი ხელოვანი 20 ღონისძიებას გამართავს. ხელოვნების დარგების მეშვეობით, როგორიცაა: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი, ევროკავშირის კულტურის კვირეული საზოგადოებას ევროპული კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას გააცნობს.
კვირეული 31 ოქტომბერს თბილისში გაიხსნება, ორი დღით თელავში გადაინაცვლებს, 3 ნოემბერს კი ქუთაისში ლატვიური გიტარისტების კვარტეტი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაუკრავს. კვირეულის დღეეები ასევე გაიმართება სიღნაღში, ფოთში, ახალქალაქსა და რუსთავში.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




17:58
13:53
15:05
10:01
















