ქუთაისში ბელორუსიის მედიკოსთა პროფკავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან
ქუთაისში ბელორუსიის დედაქალაქ მინსკიდან მედიკოსთა პროფკავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს სტუმრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატმა თეიმურაზ ნადირაძემ მიიღეს. მედიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, გიორგი სემიონოვიჩის განცხადებით, ისინი საქართველოში და მათ შორის ქუთაისში საკურორტო პოტენციალს სწავლობენ.
სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ, მომავალი წლიდან ბელორუსიელი ექიმები ეწვევიან საქართველოს კურორტებს. შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ქუთაისით დაინტერესებისთვის და დელეგაციის წევრებს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















