|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე განთავსებული საათი აიღეს

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე განთავსებული საათი ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს დღეს აღებული დაუხვდათ. 

ადგილობრივების თქმით, საათი, რომელიც  ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ხშირად არ მუშაობს, ან არასწორ დროს უჩვენებს, თუმცა მისი აღება მაინც მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, ისინი საათის თავის ადგილზე დაბრუნებასა და გასწორებას ითხოვენ.  მათი თქმით, გამორიცხული არაა საათის აღება ეკლესიის ხედის დაფარვას უკავშირდებოდეს. 

 ქუთაისის მერიაში აცხადებენ,   საათის  აღება  ყოფილი მუზეუმის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას უკავშირდება, რისი დასრულების შემდეგ საათი კვლავ ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება.  

ქუთაისის ცენტრში მდებარე საათი ადგილზე "მაკდონალდსის" რესტორნის აშენების შემდეგ საათმა ადგილი ნაწილობრივ შეიცვალა.  საათი მაშინაც აიღეს და სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა