ქუთაისში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძარია [VIDEO]
ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ფეხსაცმლის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობს რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილობრივების განცხადებით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა.
„კვამლის სუნმა გამაღვიძა, გამოვედი გარეთ და დავინახე, რომ ფეხსაცმელების საამქროს ცეცხლში იყო გახვეული. გამოვიძახე სახანძრო, ადგილზე თავდაპირველად სამი ბრიგადა მოვიდა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი შენობის მეორე მხარეს გადავიდა. ამ დროისთვის რამდენიმე მანქანა მუშაობს, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. ძალიან გვეშინია, რომ ხანძარი არ გაძლიერდეს და ჩვენ სახლებზეც არ გადმოვიდეს“,- განაცხადა ადგილობრივმა ნელი სანიკიძემ.
„ნიუპრესის“ ინფორმაციით, ექვსი რაიონიდან რამდენიმე ბრიგადა იქნა გამოძახებული. ადგილზე, ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 14 ეკიპაჟი ცდილობს.
"ნიუპრესი" აგრძელებს მუშაობას და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















