ქუთაისში Check in Georgia-ს ფარგლებში საერთაშორისო სპორტული ღონისძიება მოეწყობა
2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. წელს, მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველო 70-მდე ქვეყნის უამრავ ვიზიტორს ელის.
„ეს ყოველივე, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის და იმ რეფორმების აღიარებაა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს მათ შორის სპორტის მიმართულებით. საქართველო ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო სპორტის რუკაზე, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს როგორც სპორტის განვითარებას და სპორტსმენების დაოსტატებას, ასევე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.
ყველა იმ ნაკრებს, რომლებიც სხვადასხვა საერათაშორისო ტურნირებზე ჩამობრძანდებიან, შემდგომში აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი კვლავ ეწვიონ ჩვენს ქვეყანას, გამართონ ერთობლივი წვრთნები, რაც დამატებითი შემოსავლების წყარო გახდება საქართველოსთვის."-განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტში ათეულობით მილიონი შევა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს გულშემატკივრებს საშუალება მიეცემათ სხვადასხვა სპორტის სახეობებში მოქმედი და მომავალი მსოფლიო დონის ვარსკვლავები იხილონ საქართველოში და მათი საშემსრულებლო კლასით ისიამოვნონ.
Check in Georgia-ს ბრენდის ქვეშ ერთიანდება ჩვენს ქვეყანაში 2017 წელს დაგეგმილი 13 საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება. მათ შორის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში, რომელიც თბილისი-ქუთაისი - 31 მაისი-18 ივნისს გაიმარება, რომლისთისაც სარაგბო ბაზა მოეწყო. ასევე იგეგმება ახალი სტადიონის მშენებლობა.
ღონისძიებებსი დიდი წილი თბილისში გაიმართება, ასევე თითო ღონისძეიბა რუსთავსა და კახეთში გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















