|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩოხოსნებთან ერთად დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. დავით აღმაშენებელის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.

საზეიმო ღონისძიებები ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი