|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში დაზარალებული ოჯახისთვის კარ-ფანჯრების აღდგენის ხარჯებს მერია ფარავს"

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულთა ბრალდებას ქუთაისის მერიაში პასიხეობენ. მერიის ინფორმაციით, დაზარალებულები დახმარებას კანონის შესაბამისად მიიღებენ. 

"ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი ქალაქის მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა. აქედან ერთმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა დროებით საცხოვრებელზე. მერიამ, ასევე დაფარა სასტუმროს ხარჯები იმ ერთი ოჯახისთვის, რომელმაც ერთი დღით სასტუმროში გადაყვანის სურვილი გამოთქვა, ვიდრე საცხოვრებელ ფართს მოაწესრიგებდა. ყველა დაზარალებული ოჯახისთვის კარ-ფანჯრების შეკეთების და აღდგენის ხარჯებს ქუთაისის მერია ფარავს. შემთხვევიდან მეორე დღეს სადარბაზოში ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღდგა. ადგილზე მუშაობდა ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურიც. ესაა ამ ეტაპზე მაქსიმუმი რაც კანონის ფარგლებში ქალაქის მერიას შეუძლია"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ავტომშენებლის  14 ნომერში მცხოვრებელების განცხადებით, დაზიანებული ბინების აღდგენა და ნარჩენების გატანა არ მომხდარა. მათი თქმით, დახმარების თქხოვნით რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მირზა მაჩიტიძე აცხადებს, მათ მერია მხოლოდ 1000 ლარს სთავაზობს, თუმცა ამ დრომდე ისიც არ მიუღიათ.

 

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა