|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილებისათვის ბინებს გადაცემას დავით სერგეენკო დაესწრება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, კანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქუთაისში დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესს დაესწრება. 

ქუთაისში დევნილებს ბინები 24 დეკემბერს აღმაშენებლის გამზირზე #112-ში  გადაეცემათ. 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამჯერად, ბინები იმ  ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა.

გუმათის ნგრევად ობიექტში მცხოვრებმა 7-მა ოჯახმა კი მიიღო ადმინისტრაციული დაპირება, რომ ერთოთახიანი ბინები მომდევნო განაწილებაზე გადაეცემათ.

 დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით,  ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, საცხოვრებელი ფართები 725 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა