|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილი გოგონას დასახმარებლად ქუთაისში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, 22 წლის აფხაზეთიდან დევნილი გოგონას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

ღონისძიებას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე წარმომადგენლობა ჰყავდა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს.

საქველმოქმედო საღამოს აუქციონის სახე ჰქონდა. წარმოდგენილი იყო ფოტოები, ქუთაისის კალათბურთისა და რაგბის ნაკრებების მაისურები სპორტსმენების ხელმოწერით, ასევე გაიყიდა ფეხბურთის ბურთი, რომლითაც ქუთაისის „ტორპედომ“ დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.

ღონისძიებაზე ლოტების სახით წარმოდგენილი იყო შშმ პირებთა ნაშრომები, ავტორები ამავდროულად მიიღებენ მათ მიერ შესრულებული ნივთების თანხებს.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სამედიცინო დაწესებულებები, მოქმედი ბიზნეს ობიექტების წარმომადგენლები. ნივთები შეიძინეს საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენელმა, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ელიტელის" მენეჯერმა, ექიმმა კახა მაჭავარიანმა, კლინიკა „ბომონდმა“, "მედიქალ სითმა“ და „ინტერვენციულმა ცენტრმა“.

ყველა წარმოდგენილი ნივთი გაიყიდა, ქუთაისის მერმიამ კი დამატებით ქველმოქმედებისათვის 750 ლარი გაიღო. ღონისძიებაზე 5 600 ლარი შეგროვდა, რომელიც თამუნა მორგოშიას ანგარიშზე ჩაირიცხება, მას ორი ოპერაცია ჭირდება.

ღონისძებაზე ასევე გაჟღერდა, რომ საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად გაიმართება და ის სოფო ბობოხიძის სახელობის იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა