ქუთაისში დვალიშვილების ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები დვალიშვილების ოჯახის წევრები სამართალმადცველებს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, დღეს დილით სამართალდამცველმა მათი სახლი გაჩხრიკეს იარაღის პოვნის მოტივით, როგორც დვალიშვილები ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტი 17 მაისსაც მოხდა.
დვალიშვილები ოჯახზე ზეწოლის მიზეზად წლების წინ გაბუნებიდან ნასესხებ თანხას ასახელებენ. მათი თქმით, ნასესები თანხის ძირი -1200 ევრო გადახდილი აქვთ, მაგრამ პროცენტი ვერ გადაიხადეს. გაბუნიების ოჯახის წევრი ძალოვან უწყებაში მუშაობს, რითაც ისინი მუქარტას და ზეწოლას ახდენენ.
"წლების წინ გაბუნიების ოჯახისგან თანხა ვისესხეთ. თანხის ძირი გადახდილი გვაქვს. პროცენტის გადახდა კი ვერ შევძელით. ვთვლით, რომ ეს გახდა ჩვენი გაჩხრეკის და დარბევის მიზეზი. მათი შვილები პოლიციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ, რის გამოც ბოლო დროს მოსვენება გვაქვს დაკარგული. შემოვარდებიან პოლიციელები და იწყებენ ჩხრეკას, მიზეზსაც არ გვეუბნებიან", - აცხადებს თეონა დვალიშვილი.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის წევრი დავით დვალიშვილი სახლიდან გაიყვანეს და ცემეს.
ნაცემი დავით დვალიშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და მომხდარზე ჩვენებას იძლევა.
შსს-ში აცხადებენ, რომ დვალიშვილების ოჯახის ჩხრეკა შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩნდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















