|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისში აქციით გამოეხმაურნენ. ქუთაისის ებრაელთა საზოგადოების და ქალთა კლუბის ორგანიზებით გამართულ სოლიდარობის აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მსოფლიოს მშვიდობა.

"ამ აქციით მხარს ვუჭერთ ებრაელ ხალხს, ასევე მხარს ვუჭერთ მშვიდობას მსოფლიოს მასშტაბით და უარს ვეუბნებით ტერორიზმს. 9 აპრილის მემორიალთან შევიკრიბეთ, რადგან პატივს მივაგებთ ყველა ადამიანს, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. ეს იქნება საქართველოში, თუ ისრაელში", - განაცხადა ქალთა კლუბის ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა.

"როგორც არასდროს, ისე ჭირდება მსოფლიოს მშვიდობა და სოლიდარობა. ეს არის ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც შევიკრიბეთ. ებრაელთათვის საქართველო მეორე სამშობლოა და ქართველთათვისაც ისრაელი არის დიდი სიწმინდე. ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვხატოთ", - განაცხადა მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრმა ია იაშვილმა.

 ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო და ისრაელი ერთად მიაგებს პატივს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს.

ქუთაისში სოლიდარობის აქცია თბილისის პარალელურად გაიმართა.  თბილისში ძირითადი აქცია  ოსკარ შინდლერის აკადემიის (რექტორის მაქს მეირ შავიტი) ინიციატივით მოეწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა