ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პროექტის წარდგენას ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია დაესწრება
20 ივნისს ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის წარდგენა მოხდება. ამ დღეს ქუთაისს ქვეყნის პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები იწვევიან.
ღონისძიება დავით აღმაშენებელის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართება.
ოფიციალური პრეზენტაციას ინდუსტრიული ჰოლდინგი "აიგრუპი" წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიყვით გამოვა საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე, ინდუსტრიული ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, ასევე ცნობილი სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი ზვიად ციკოლია.
პრეზენტაციას სალომე კორკოტაშვილის ჯგუფის "სალიო" კონცერტი დაასრულებს.
ცნობისთვის, ქუთაისში ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი აპირებს, ჩინური კომპანია საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით შემოდის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, Aigroup-ის იურიდიული სახელია შპს “ბიგ სერვისი”. აღნიშნულ კომპანიას 1 001 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. აი გრუპი“ რუსულ-უზბეკური კომპანიის შვილობილი კომპანიაა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















