|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრონული მუსიკის კონცერტი და ფერების ფესტივალი გაიმართება

დღეს ქუთაისში ელექტრონული მუსიკის კონცერტი და ფერების ფესტივალი  გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებელი, დიჯეი ზაპა მიიღებს. კონცერტი ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, ის 17:00 საათზე დაიწყება.

ფერების ფესტივალი ქუთაისში მეორედ იმართება. შარშან გამართულმა ფესტივალმა მოწონება დაიმსახურა, რის გამო ორგანიზატორების მიერ ფესტივალი წელსაც მოეწყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა