დამწვარობის შედეგად 5 წლის გოგონა გარდაიცვალა
ქუთაისში მძიმე დამწვარობის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. 5 წლის გოგონამ სახლში ცხელი წვნიანი გადაისხა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, რის შემდეგაც მას თბილისში, საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე ხანში მომჯობინდა და თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა 2 დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების ამბის შემდეგ ბებიას ინფარქტი დაემართა და ისიც დაიღუპა.
გარდაცვლილი გოგონა ქუთაისის #20 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















