|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ეზოების კონკურსში გამარჯვებულ ამხანაგობას მერიამ პროექტი დაუფინანსა

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზოების კონკურსში გამარჯვებულ ამხანაგობას მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტი დაიფინანსა.

მერიის ინფორმაციით, ძოძუაშვილის 10 ნომერის მცხოვრებლებმა კორპუსის მიმდებარედ გზის საფარის მოწესრიგება მოითხოვეს. მერიის ინფორმაციით, პროექტზე ტენდერი გასული წლის ნოემბრეში გამოცხდაა. რეაბილიტაცია წელს დაიწყო,  გზის საფარის დაგება დღის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო.

"პროექტის ღირებულება კონტრაქტის მიხედვით 25 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება " ჯთბ გოლდენ ეიჯი" ასრულებს. გზის საფარის მოწესრიგება დღის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარე წელს დაიწყო, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდა",-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, ზაფხულში გამოცხადებული ეზოების კონკურსში ძოძუაშვილის აღნიშნულმა ბინამ გაიმარჯვა, მათ მერია მათთვის სასურველი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას დაპირდა. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა