|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძეს ქუთაისელი მეზობლები ეძებენ

ქუთაისში, გაპონოვის მეოთხე შესახვევში მცხოვრებლები პაატა ბურჭულაძეს ეძებენ. ადგილობრივები საოპერო მომღერლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაზიანებულ ხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხე, შესაძლოა, წაიქცეს. პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია "თავისუფალი დემოკტრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი გოგი ხაზარაძე. ის პაატა ბურჭულაძის მოძებნაში დახმარებას ითხოვს.

"მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება. იქნებ მიაწვდინოთ ვინმემ ხმა პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის მეპატრონე ქუთაისში, "მწვანეყვავილას" უბანში, ყოფილი საბავშვო ბაღის მიწის ნაკვეთისა, სადაც, მრავალი ათეული წლის, 30 მეტრიანი ნაძვი დგას, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და წაქცევის პირასაა. დღითიდღე იმატებს იმ ბეტონზე ნაპრალი, რომელზეც დაყრილ მიწაზეც დგას ეს ნაძვი და თუკი წაიქცა, დააზიანებს ყველა საჰაერო კომუნიკაციას (დენი, გაზი, ტელეფონი, ინტერნეტი) და ჩემს სახლს. ეს ყველაფერი მას შემდეგ, თუ ადამიანი გადაურჩა, იქნება ეს ჩვენი უბნის მკვიდრი, შემთხვევით გამვლელი თუ ტურისტი, რომელიც ამ ბოლო დროს მომრავლდა ისტორიულ უბანში", -წერს ხაზარაძე.

პრობლემის მოგვარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მერიაში განმარტეს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტერიტორიის მესაკუთრის ნებართვაა საჭირო.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის ყოფილმა მერმა, თემურ შაშიაშვილმა პაატა ბურჭულაძეს ქუთაისში კიბულის ქუჩაზე 980 კვ.მ მიწის ნააკვეთი 1996  წელს გადასცა. ოპერის მომღერალს ამ ტერიტორიაზე ბაგა-ბაღი და შემოქმედებითი სალონი უნდა აეშენებინა.

 რაც შეეხება პარტიას "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის" მისი წარმომადგენლობა ქუთაისსა და იმერეთში არჩევნების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა