ქუთაისში გაზით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისში გაზით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ნიკეას ქუჩაზე 20 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად მოწამლულები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ცნობილი გახდა, სამი ადამიანი უგონო მდგომარეობაში ოჯახის წევრებმა იპოვეს. მოწამლულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა ჯავახიშვილის ქუჩაზე. დიაგნოსტიკურ ცენტრში 10 და 17 წლის მოზარდები გადაიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღეს გამოწერეს.
მერიის ინფორმაციით, არასრულწლოვანები ქალაქის მერმა ბინაზე მოინახულა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















